← სიახლეებზე დაბრუნება

"როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა".

28 თებერვალი, 2025

"როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა".
🌎 📘 17 თებერვალს მე-7ა კლასში ჩატარდა შემაჯამებელი პროექტი თემაზე: ,,როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა".
✍️ ✍️  მოსწავლეებმა მოამზადეს თხზულებები თემაზე: ,,სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით", ,,რა არის ჩემთვის სამშობლო"? ,,რა შემიძლია გავაკეთო ჩემი სამშობლოსთვის ახლა და მომავალში"?
📕 📗  დამატებით წაიკითხეს ნ.დუმბაძის - ,,სამშობლო",  გ.ჩოხელის - ,,საქართველოს გადმოსახედი", ნ.ლორთქიფანიძის - ,,გული". ჩაწერეს ინტერვიუები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან და წარმოსახვით პერსონაჟებთან, გამოუშვეს კედლის გაზეთები თემაზე: დაკარგული ტერიტორიები. წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.
🧑‍💼 🧑‍💻 მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ამ ტიპის შემაჯამებელი სამუშაო და გამოთქვეს სურვილი, შემდეგშიც იმუშაონ პროექტებზე.
 📚 📌  შემაჯამებელი პროექტი მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ნაფეტვარიძემ.